„ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს წარმომადგენლეობის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს.
ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „ენდიაის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ სხვა ორგანიზაციების მსგავსად, „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობაში ხელმძღვანელის შეცვლა გეგმური პროცესი და რიგითი როტაციაა.
ლორა თორნტონი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ქართულ ოფისს 2014 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობდა.