ევროკავშირმა კორონავირუსის რისკს კვალიფიკაცია შეუცვალა და "მაღალი" გახადა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მანამდე კორონავირუსის გავრცელების რისკი შეფასებული იყო, როგორც "საშუალო".
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შეიქმნება სპეციალური რეაგირების ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე აიღებს პასუხისმგებლობას.
ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის, ევროკავშირის მასშტაბით კორონავირუსის 2,199 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, მონაკოში, სან მარინოსა და შვეიცარიაში.
გარდაცვლილია 38 პაციენტი.