სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ენერგეტიკის საკითხებში, კურტ დონელის შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეები. მათ შორის, ახალი კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, კანონის მოთხოვნები და რეგულირების პრინციპები, ასევე სემეკის გაზრდილი ფუნქციები და კიბერუსაფრთხოების საკითხები.
დავით ნარმანიასთან ერთად, სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრი მაია მელიქიძე, ელექტროენერგეტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.