ირანული მედია, ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველთა საკონსულტაციო საბჭოს წევრი მოჰამად მირმოჰამადი კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც იუწყებიან, ხამენეის 71 წლის მრჩეველი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 40 პაციენტი.
29 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით გარდაიცვალა ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი.
ცოტა ხნის წინ, კორონავირუსით გარდაიცვალა ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანსა და ეგვიპტეში ჰადი ხოსროვშაჰი.
კორონავირუსი დაუდგინდათ ასევე ირანის ვიცე-პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს