კორეული რელიგიური სექტის ლიდერმა კორონავირუსის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა
სამხრეთ კორეული რელიგიური სექტის, შინჩონჯის ეკლესიის ლიდერმა, ლი მან ჰიმ საგანგებო პრესკონფერენციაზე მუხლი მოიყარა და თანამოქალაქეებს პატიება სთხოვა.
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 60% სწორედ ამ რელიგიური სექტის წევრები არიან.
როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით პირველი დაინფიცირებული სწორედ ამ ეკლესიის მრევლის წევრი იყო, რომელსაც ინფიცირების შემდეგ მრევლი სხვა მრავალ წევრთან ჰქონდა კონტაქტი.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლი მან ჰის ბრალი წარედგინება კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის გამო. კორეის სამართალდამცავი უწყების ცნობით, სექტის წევრებმა დამალეს კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 4335 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 26 პაციენტი გარდაიცვალა.