კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მილანის სახელგანთქმული ლა სკალას საოპერო თეატრი დროებით წყვეტს წარმოდგენებს. იუწყება OperaWire-ი.
როგორც იუწყებიან, ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ლა სკალაში წარმოდგენები 8 მარტამდე არ გაიმართება.
"კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა 8 მარტამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველა ღონისძიებისა და შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ლა სკალაში დაგეგმილი ღონისძიებები 8 მარტამდე აღარ ჩატარდება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 1694 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 34 აღწევს.