ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო ღონისძიებები დღეიდან დაიწყება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ასევე იწყება მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. შეხვედრა გაიმართა მიკროავტობუსების კომპანიების წარმომადგენლებთან, რომელთაც სადეზინფექციო სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.
პრევენციის მიზნით გაუქმდა მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები. დროებით შეწყდა დელფინარიუმში წარმოდგენები. ხსნარებით იწმინდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები.