მე არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავრთო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული, - განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
"მე არ მაქვს უფლება, გამიგეთ, მე არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავრთო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ, ხოლო რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს - საპატრიარქო, მოგეხსენებათ, ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და მაღალი, ასე ვთქვათ, მოსახლეობისადმი პატივცემული ინსტიტუტია საქართველოში, ამ საკითხებს წყვეტს თვითონ. ჩვენ ვიძლევით ზოგად რეკომენდაციებს," - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა.