მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 000-ზე მეტი პაციენტი განიკურნა.
ამ დროისთვის, გლობალური მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 86 993 ადამიანი. კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი 2 979 ადამიანი.
უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 573 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 35 პაციენტი.
კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 3 შეთხვევაა დადასტურებული.