სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ ფეისბუკზე გამოაქვეყნა.
”დაახლოებით ორი საათის წინ დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა. პაციენტი არის 29 წლის მოქალაქე, რომელიც 28 თებერვალს ჩამოვიდა თვითმფრინავით ირანიდან", - წერს პრემიერ მინისტრი.
ფაშინიანის თქმით, ინფიცირებული თავად მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში. ამჟამად, პაციენტი თავს კარგად გრძნობს, თავდაპირველად ჰქონდა მომატებული ტემპერატურა, ამჟამად კი, ეს სიმპტომიც არ აღენიშნება.