აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. იტყობინება Associated Press-ი.
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი ვაშინგტონის შტატში გარდაიცვალა. გარდაცვლილის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 28 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსით დაინფიცირების 62 შემთხვევაა დაფიქსირებული.