კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ იტალიაში 1049 მიაღწია, 29 ადამიანი დაიღუპა. განაცხადა იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მეთაურმა ანჯელო ბორელიმ.
"უახლეს ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 1049 ადამიანი. გარდაცვლილია 29 პაციენტი, 50 კი გამოჯანმრთელდა", - განაცხადა ბორელიმ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 52% თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან მათ ან სიმპტომები არ აქვთ, ან არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, რადგან მათი სიმპტომები ძალიან სუსტია.