კორონავირუსთან დაკავშირებით რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდება. აღნიშნულის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოქოძემ განაცხადა.
"კლინიკაში თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელიც შესაძლოა, ჰქონდეთ კორონავირუსი. აქ მოხდება დაკვირვება, ანალიზების აღება და შემდგომში მათი მართვა ისე, როგორც ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია.
ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებზეც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები ვირუსის შემთხვევაში. ეს იქნება საკარანტინო ზონა", - განაცხადა ლევან გოქოძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდგინდა.