რუმინეთის ხელისუფლებამ, მას შემდეგ, რაც 26 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის სხვადასხვა სტანდარტული რეკომენდაცია შეიმუშავა. იუწყება ადგილობრივი მედია.
რეკომენდაციის ძირითადი ნაწილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკოემნდაციებს ემთხვევა და პირადი ჰიგიენის დაცვას, რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვასა და სხვა წესების დაცვას ეხება.
რეკომენდაციების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მორწმუნეებს თავი შეიკავონ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში ვიზიტისგან, მათ შორის, ეკლესიებში წირვაზე დასწრებისგან.
აღნიშნულ რეკომენდაციას იზიარებს რუმინეთის ეკლესია და თავის მხრივ, დასძენს, რომ მორწუმეენს შეუძლიათ საღმრთო ლიტურგია რელიგიურ რადიოში მოისმინონ.
უფრო მეტიც, გაცემულია რეკომენდაცია, რომ მორწმუნეებმა დროებით თავი შეიკავონ ხატებზე კოცნისგან და წმინდა ზიარების მიღება საკუთარი კოვზით მოითხოვონ.