კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით, ირანის პარლამენტმა მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს ირანის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით.
როგორც იუწყებიან, პარლამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის ჯანდაცვის მინისტრის რჩევით მიიღო, რომელმაც კანონმდებლებს კორონავირუსის განვითარებისა და რისკების შესახებ ამცნო.
BBC-ის ინფორმაციით, ირანში სულ მცირე 210 კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
ირანის ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს ინფორმაცია ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობის შესახებ, შესაბამისად, ზუსტი მონაცემების დადგენა ირანის საზღვრებს მიღმა მედიისთვის გაძნელებულია.