ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გავრცელების რისკს კვალიფიკაცია შეუცვალა და "ძალიან მაღალი" გახადა. იტყობინება BBC
როგორც დღეს, ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების რისკი ადრე თუ "მაღალი" იყო, ამჟამად ის "ძალიან მაღალია" გლობალური მასშტაბით.
ამ დროისთვის, კორონავირუსი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. დაავადებულთა რიცხვი 80 000-ს აღემატება. საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 788-ს მიაღწია.