საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ 112-ში მიმართვიანობა არ გაზრდილა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ავრცელებს.
„საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილი არ არის.
შეტყობინებების მიღება ხდება უწყვეტ რეჟიმში და ოპერატიულად გადაეცემა შესაბამის საგანგებო სამსახურებს.
საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 მზადაა, უზრუნველყოს ოპერატორებისა და დისპეტჩერების დამატებითი ჯგუფების დამატება, რათა მოსახლეობამ შეძლოს შეუფერხებლად შესაბამისი დახმარების მიღება“, - აღნიშნულია განცხადებაში.