მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტი მეხიკოს სამედიცინო ცენტრში იმყოფება, ხოლო მეორე კი ქვეყნის ჩრდილოეთით, სინალოას შტატში. ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
ერთ-ერთ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იტალიიდან.