ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ირანთან და იტალიასთან საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა. იუწყება საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.
"ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურს რესპუბლიკასთან და იტალიასთან.
ასევე, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია", - ნათქვამია განცხადებაში.