ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მონღოლეთის პრეზიდენტი ხალთმააგინ ბატულგა ორკვირიან კარანტინში მოათავსეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბატულგა და მისი დელეგაციის წევრები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩინეთში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. მათ კორონავირუსზე ტესტს უტარებენ.
როგორც იუწყებიან, მონღოლეთის ხელისუფლების განკარგულებით, ყველა პირი ვინც ჩინეთში იმყოფებოდა, კარანტინში უნდა მოათავსონ.
მონღოლეთის პრეზიდენტი პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც კორონავირუსის აფეთქების შემდეგ ჩინეთს ეწვია.