ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის ჯესინდა არდერნის განცხადებით, ქვეყანაში დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა.
მისი თქმით, დაავადებული ახალი ზელანდიის მკვიდრია, 60 წლის ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ირანში იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ბელარუსში. მედიის ცნობით, დაინფიცირებული არის „სტუდენტი ირანიდან“.
ნიდერლანდების სამეფომ დაადასტურა ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ხელისუფლება აცხადებს, რომ პაციენტი ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდა.
კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა ლიეტუვაში. იუწყებიან, რომ ინფიცირებულს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.
გავრცელებული ცნობით, 39 წლის ქალი იტალიის ქალაქ ვერონადან დაბრუნდა, სადაც კონფერენციაზე იმყოფებოდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანში იმყოფებოდა.