წინ ვართ დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტვ იმედის“ ეთერში.
მისი შეფასებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსიისას, სხვადასხვა ვარიანტები იქნა განხილული. საუბარი იყო სხვადასხვა პრინციპზე მათ შორის, პროპორციებზე, საარჩევნო ბარიერზე და ა.შ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ერთგვარი 40%-იანი ბუნებრივი ბარიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ 40%-იანი და მეტი შედეგით უნდა შეძლოს ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება.
„ეს მიდგომა არის აბსოლუტურად მისაღები და რაციონალური. ეს არის ზოგადი მიდგომა, რომლის მიხედვითაც 40%-იანი ნდობა მაინც უნდა ჰქონდეს პარტიას მოსახლეობისგან, იმისათვის, რომ მან მთავრობა ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს, რაც არის ევროპაში აპრობირებული მიდგომა. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს საკმაოდ მაღალი საარჩევნო ბარიერი. და ეს ბარიერი თავისთავად, ხმების დამატებით რაოდენობას აძლევს გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას. საბოლოო ჯამში, ასეც ჯდება ხოლმე შედეგი - თუ 40%-ზე მეტი აქვს პარტიას მიღებული 5%-იანი ბარიერი პირობებში, როგორც წესი, ის ახერხებს ერთპარტიულად, მთავრობის ფორმირებას. თუ აქვს ნაკლები ხმები მიღებული ამ შემთხვევაში მას სჭირდება კოალიცია. ეს მიდგომა ჩვენთვის არის აბსოლუტურად მისაღები. შეთანხმებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ დეტალებზე ვისაუბროთ თუმცა, ჩვენ გვაქვს გარკვეული ვარიანტი მომზადებული, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად არამედ, თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-%-იანი შედეგით პარტიამ მიიღოს 75-ზე მეტი მანდატი. შეიძლება გადაიხედოს 100/50-იც თუმცა, ეს არ არის მთავარი. შეიძლება ჩაიდოს დამატებით გარკვეული სხვა ელემენტები ამ საარჩევნო მოდელში, რომელიც დამატებით აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმას, რომ 40% იანი შედეგით პარტია ვერ ჩამოაყალიბებს ერთპარტიულ მთავრობას. საკამოდ წინ ვართ წაწეული დისკუსიის, კონსულტაციების კუთხითაც და ეს ნამდვილად გვიტოვებს იმის მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვფიქრობთ ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც აბსოლუტურად ითვალისწინებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ეს შედეგობრივი თვალსაზრისით საკმაოდ დაუახლოვდება სრულად პროპორციულ სისტემას. ჩვენ თუ თეორიულად შევადარებთ ჩვენს სავარაუდო მოდელს - პროპორციულ სისტემას 5% იანი ბარიერის შემთხვევაში, შედეგობრივი კუთხით ეს იქნება საკმაოდ მიახლოებული - თუ არა იდენტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.