საფრანგეთი კორონავირუსის ეპიდემიის წინაშეა და ექიმების ამოცანაა დაავადების წინააღმდეგ ეფექტურად იბრძოლონ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„ჩვენ კრიზისის წინაშე ვდგავართ, ეპიდემია მოდის ... ჩვენი მოვალეობაა, მას დავუპირისპირდეთ”, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრის დროს.
საფრანგეთში კორონავირუსის 18 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი, მათ შორის, ერთ-ერთი ჩინელი ტურისტი.
კორონავირუსის საფრთხის გამო საფრანგეთში რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება გაუქმდა, მათ შორის ნიცაში დადგეგმილი კარნავალი.