კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ნორვეგიაში, დანიასა და ესტონეთში.
ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსიტიტუმა დაადასტურა ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა.
ინსტიტუტის წარმომადგენელმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის.
პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფება კარანტინში. მისი სქესი და ასაკი არ დაუსახელებიათ.
მისივე თქმით, შემოწმებას გადის იტალიიდან ჩამოსული ნორვეგიის 5 მოქალაქე. ამჟამად ისინი კარანტინში იმყოფებიან და ელოდებიან შედეგებს.
კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დანიაში. როგორც იუწყებიან ვირუსი აღამოჩნდა მამაკაცს, რომელიც იტალიაში, ერთ-ერთ სამთო კურორტზე იმყოფებოდა.
ტესტი ჩაუტარდათ მის მეუღლესა და შვილებს, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.
კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შეთხვევა გამოვლინდა ესტონეთში.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი ირანის მოქალაქეს აღმოჩნდა, რომელიც ავტობუსით ჩამოვიდა ლატვიიდან.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მგზავრების იდენტიფიცირება, რომლებიც ირანის მოქალაქესთან ერთად მგზავრობდნენ.