ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი.
„გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ინფიცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან ხუთი არის იტალიიდან, ერთი არის იტალიის მოქალაქე და ოთხი ქართველი, ხუთი არის ირანიდან, ერთი არის ქართველი, დანარჩენი არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ჩვენ ვაგძელებთ კოორდინირებულ ა და ამ დროისთვის გვაქვს საკმარისი ადგილები იმისათვის, რომ მოვახდინოთ კარანტიში მოთავსება მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მათ შესაფერისი პირობები ჰქონდეთ. ჩვენ გვაქვს მობილიზებული საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია ბათუმში, ასევე ქუთაისში, არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს.
„ვარწმუნებ მოსახლეობას, ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე.