ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ იტყობინება BBC-ი.
ჯანდაცვის მინისტრმა ვენკო ფილიპემ დაადასტურა, რომ ვირუსით დაინფიცირებული იტალიიდან ჩამოვიდა.
როგორც იუწყებიან, ქალმა, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა სამედიცინო დაწესებულებას კორონავირუსის სიმპტომებით დღეს მიმართა.
ჩრდილოეთ მაკედონიის სამედიცინო დაწესებულებაში შემოწმებას გადიან სხვა პირებიც, რომელთაც კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან ერთად იმგზავრეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევები დაადასტურეს საბერძნეთმა და ბრაზილიამ.