ჰონგ-კონგის ხელისუფლება მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს 1300 აშშ დოლარს გადასცემს.
ქალაქის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, 7 მილიონამდე 18 წელს მიღწეულ თითოეულ მოქალაქეს ერთჯერადი სახით 10 000 ჰონგ კონგურ დოლარი გადაეცემა, რაც დაახლოებით 1300 აშშ დოლარია.
"წელს ჰონგ-კონგის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. საკითხის ყურადღებით განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ჰონგ-კონგელი მოქალაქეების ფინანსური წახალისების შესახებ", - განაცხადა ჰონგ-კონგის ფინანსთა მინისტრმა.
ერთჯერადი ფინანსური დახმარება ნაწილია იმ მასშტაბური ღონისძიებების პაკეტისა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკის გაჯანსაღებას.
მთლიანად ღონისძიებების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილია 120 მლრდ ჰონგ-კონგური დოლარი, რაც 2.5 მლრდ აშშ დოლარია.
როგორც იუწყებიან, მრავალთვიანმა პროდემოკრატიულმა საპროტესტო აქციებმა და კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ ძლიერ შეარყია ჰონგ-კონგის ეკონომიკა.
ჰონგ-კონგში კორონავირუსით დაინფიცირების 81 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი გარდაიცვალა.