ცნობილმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ შარაპოვამ გამოცემა Vanity Fair-ში გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში განაცხადა.
"ჩოგბურთო, გემშვიდობები", - ასე ჰქვია სვეტს, რომელშიც შარაპოვა ის ცხოვრებაში ჩოგბურთის მნიშვნელობასა და კარიერის დასრულებაზე წერს.
შარაპოვას მოგებული აქვს 5 დიდი სლემის ტურნირი - 2 საფრანგეთის ღია პირველობა, 1 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა.
2012 წელს საფრანგეთის ღია პირველობის მოგებით, შარაპოვამ კარიერული დიდი სლემი შეასრულა და გახდა ისტორიაში მეათე ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც აღნიშნულის მიღწევა შეძლო (ყველა დიდი სლემის ტურნირის მოგება).
2005 წელს 18 წლის ასაკში, შარაპოვა რეიტინგში მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. ჯამში სხვადასხვა წლებში, იგი 21 კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს.