ვიეტნამში კორონავირუსით დაინფიცირებული 16-ვე პაციენტი, მათ შორის 3 თვის გოგონა, სრულად გამოჯანმრთელდა. იუწყება ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული 16 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა და უკვე გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებიდან.
უწყების ცნობით, ვიეტნამში 13 თებერვლის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, გუშინ, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი განიკურნა.