ლევან გელბახიანი ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს მფლობელია.
ახალგაზრდა ქართველ მსახიობს ეს ჯილდო ლევან აკინის ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესრულებული მთავარი როლისთვის გადაეცა.
დაჯილდოვების ცერემონია "ბერლინალე პალასტში" გუშინ გაიმართა (იხილეთ დაჯილდოვების ცერემონიის ბმული).
დღეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმრებისთვის ქართული წვეულება გაიმართება.
წელს ეროვნული კინოცენტრი "ბერლინალეს" ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს სტენდს უკვე მეთხუთმეტედ წარადგენს.
ფოტო: KetieDaniela