საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს ორბელიანების სასახლის შენობაზე და ეზოში სახელმწიფო დროშები დაეშვა.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით გამოცხადდა. დადგენილების თანახმად ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება.