ინციდენტი მოხდა მავრიკის აეროპორტში. ავიაკომპანია Alitalia-ს მგზავრებს, თვითმფრინავდან გადმოსვლის საშუალება არ მისცეს. ავიაკომპანია რეისს რომიდან ასრულებდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მავრიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სახელმწიფოში შესვლის უფლება მგზავრებს იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ კი ისინი კარანტინს გაივლიან.
მგზავრებისთვის ალტერნატივა იყო ის, რომ იმავე თვითმფრინავით უკან დაბრუნებულიყვნენ.
პირველადი შემოწმების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ლომბარდიიდან და ვენეტოდან მხოლოდ 70 მგზავრი დაეტოვებინა თვითმფრინავის ბორტზე. ხოლო სხვა ყველა მგზავრს კარანტინის გარეშე ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა.
მავრიკი კუნძულოვანი სახელმწიფოა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აფრიკაში.