ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CCDC) ინფორნაციით, 24 თებერვლისათვის დაფიქსირებულია კორონავირუსის 409 ახალი შემთხვევა.
ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად.
• 24 თებერვლის მონაცემებით სულ დადასტურებულია 77 150 შემთხვევა.
• 24 თებერვლის მონაცემებით ახალი შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 620-ს.
• სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა 3 434-ს.
• 24 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილის 2 592 და გამოჯანმრთელების 24 734 შემთხვევა.