ევროპის 2021 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩს დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელგრადში გამართავს.
ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი – სერბეთის ნაკრები იქნება.
საქართველომ ბელგრადში ბოლოს ზუსტად 2 წლის წინ, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ითამაშა და სერბეთთან 87:105 დამარცხდა.
დღეს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ბალკანელებს იგორ კოკოშკოვი გაუძღვება, რომლის სახელსაც საქართველოს ყველაზე დიდი წარმატებები უკავშირდება.