თურქეთმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად ირანთან საზღვარი ჩაკეტა. იტყობინება Daily Sabah-ი წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანის აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსმა 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წყაროს ცნობით, თურქეთმა ირანთან არსებული კაპიკოისა და ესენდერის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები დახურა. როგორც იუწყებიან, ტრადიციული მუსლიმანური დღესასწაულის ნოვრუზის მოახლოებასთან ერთად იზრდება შანსი იმისა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე უფრო მეტი რაოდენობის ირანელი გადმოვიდეს, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება.
ირანის ჯანმრთელობის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით 43 ადამიანია ინფიცირებული.