ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის გზებზე მსჯელობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და საჭიროების შესაბამისად, ყველა დამატებითი მექანიზმი ამუშავდება.
"ეს იქნება ფრენების შეზღუდვა თუ სხვა, რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი", - განაცხადა პრემიერმა.