საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან.
ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს. ცხელი ხაზის ნომრები საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული,"- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.