საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისაგან თავის შეკავებას ურჩევს. შესაბამის განცხადებას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე.
☎ +989352110274
☎ +989122997726
☎ +989108201041
შეგახსენებთ, რომ ირანში კორონავირუსით უკვე 5 ადამიანი გარდაიცვალა