23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასის მატჩში დინამოს ფეხბურთელების მაისურზე ყველა იმ ქართველი გმირი იუნკერების სახელი და გვარი ეწერება, ვინც 1921 წლის 23 თებერვალს საქართველოსთვის ბრძოლას რუსეთის წითელარმიელების წინააღმდეგ გმირულად შეეწირა
"ამ ჟესტით ჩვენი კლუბი კიდევ ერთხელ ქედს იხრის სამშობლოსთვის თავდადებული გმირების წინაშე. #დიდებაგმირებს," - წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სუპერთასი 2020-ის მატჩი 23 თებერვალს, 17:00 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება. ერთმანეთს დინამო თბილისი და საბურთალო შეხვდებიან.
2020 წლის 23 თებერვალს საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 99 წელი გავა.