პოლიტიკურ ველზე ვანო მერაბიშვილის გამოჩენით ხელისუფლება სასარგებლო სიტუაციაში დგება, რადგან მათ ოპონენტად უჩნდებათ ფიგურა, რომელიც ძალადობასთანაა ასოცირებული, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
მისი თქმით, მერაბიშვილის ფიგურა ფაქტია, რომ გვაბრუნებს წარსულში და კიდევ ერთხელ ყოფს საზოგადოებას.
"მერაბიშვილის ფიგურა ფაქტია, რომ გვაბრუნებს წარსულში და კიდევ ერთხელ ყოფს საზოგადოებას. მმართველი პარტია დგება ძალიან სასარგებლო სიტუაციაში, ვინაიდან მას ოპონენტად უჩნდება კიდევ ერთხელ ჯგუფი და ადამიანები, რომლებიც ასოცირებული არიან ლიკვიდაციასთან, ძალადობასა და ჩაგვრასთან, მაშინ როდესაც ხალხის უმეტესობას შუაში აინტერესებს სიმშვიდე, განვითარება, საქმე და კეთილდღეობა და იმ წვალების წლებში გახედვა არ სურს," - განაცხადა ანა დოლიძემ.