უმრავლესობასთან შეხვედრა სხვებსაც ჰქონდათ, თუმცა ისინი ამას მალავენ, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურ ერთობას ინდივიდუალური შეხვედრებით საფრთხე არ ემუქრება, თუ ვინმე ინდივიდუალურად არ მიქარავს.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არსებული ვითარება არც პარლამენტის თავმჯდომარეს მოსწონს, თუმცა სიტუაციის განსამუხტად რაზე არიან წამსვლელები, ეს არ ვიცი. ოპოზიციურ ერთობას ინდივიდუალური შეხვედრებით საფრთხე არ ემუქრება, თუ ვინმე ინდივიდუალურად არ მიქარავს“, - თქვა ხვიჩიამ და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით შედგა და საუბრი შეეხებოდა იმას, როგორ შეიძლება განიმუხტოს ქვეყანაში არსებული ვითარება.
„მე შევთავაზე, რომ ლაპარაკი უნდა დავიწყოთ და სიტუაციას ძაბავს ის, რომ არ ვლაპარაკობთ. არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ დიალოგის პროცესის დროს დაიჭირეს ჩვენი თანამებრძოლი. ამასთან სერიოზულობაა საჭირო“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, მათ ერთმანეთს გააგებინეს ის, რისი თქმაც უნდოდათ. ხვიჩია იმასაც ამბობს, რომ უმრავლესობასთან შეხვედრა სხვებსაც ჰქონდათ, თუმცა ისინი ამას მალავენ.
„პოლიტიკოსების პროფესია მგონი ლაპარაკია, მეორე საკითხია, რას აშავებ ამ ლაპარაკით. მე პირნათელი ვარ ყველასთან, რადგან ოპოზიციასთან დადებული შეთანხმების დარღვევა არც მიფიქრია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.