პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, მის ფრაქციას "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალური მოლაპარაკები არ ჰქონია და არც შემოთავაზება მიუღია.
კობერიძის თქმით, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებზე მხოლოდ სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად დასხდებიან. ისინი ემხრობიან მანდატების გადანაწილების ფორმულას- 100/ 50. თუმცა, სთავაზოვენ მმართველ პარტიას, რომ არჩვენები გახდეს სავალდებულო.
გარდა ამისა, კობერიძე აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" მოლაპარაკებებს მართავს.
მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან მკოლაპარაკებების მაგიდაზე აღარ ჯდება, "ოცნებამ" პარტიებთან ინდივიდუალური დიალოგი დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმრავლესობა უკვე შეხვდა რამდენიმე პოლიტიკურ ძალას.