ისტორიული სტანდარტებით, ნიუ იორკი ჯერ კიდევ "ახალგაზრდა" ქალაქია, თუ შევადარებთ ლონდონს, კაიროს ან პეკინს, მაგრამ მოკლე დროში, მან მოახერხა მთელი მსოფლიოს ყურადღება თავისკენ მიეპყრო.
ნიუ იორკის არქიტექტურა და შთამბეჭდავი ნაგებობები თითქმის მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
თეატრი აპოლო
განთქმული სამუსიკო დარბაზია აშშ-ში, რომელიც აფრიკელ-ამერიკელ შემსრულებლებთან ასოცირდება.
შეტანილია აშშ-ის ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრში. აქ ტარდებოდა საქვეყნოდ ცნობილი სატელევიზიო შოუ-ვარიეტე "Showtime at the Apollo", კონკურსი ახალი ტალანტებისთვის.
თეატრი მდებარეობს 125-ე ქუჩის 253W-ში, მანჰეტენზე, კერძოდ ჰარლემში, აშშ-ის ერთ-ერთ ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვან შავკანიანთა უბანში.
კრაისლერ ბილდინგი
319 მეტრის სიმაღლის არტ-დეკოს სტილის ცათამბჯენი, რომელიც მდებარეობს ისტ-საიდ მანჰეტენზე, 42-ე ქუჩისა და ლექსინგტონის-ავენიუს გადაკვეთაზე. თავდაპირველად აგებულ იქნა კორპორაცია კრაისლერის მიერ.
კრაისლერ-ბილდინგი პირველი ნაგებობა იყო მსოფლიოში, რომლის სიმაღლემ 1000 ფუტს გადააჭარბა. დასრულდა რა 1930 წელს, შენობა მყისვე გახდა ქალაქ ნიუ-იორკის სიმბოლო.
შენობის აგების პერიოდში ნიუ-იორკის მშენებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მსოფლიოში უდიდესი ცათამბჯენის შექმნაში. კრაისლერ-ბილდინგის მშენებლობა მიმდინარეობდა განუმეორებელი სისწრაფით - 4 სართული კვირაში - და მასზე არც ერთი მშენებელი-მუშა არ დაღუპულა.
დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე შენობა სიმაღლით კრეიგ სევერანსის, უოლ სტრიტზე მდებარე ცათამბჯენს გაუტოლდა; ამ ფაქტით აღშფოთებულმა სევერანსმა საკუთარ შენობას სასწრაფოდ დაამატა ორი ფუტი (60 სმ) სიმაღლეში, მსოფლიოს უმაღლესი შენობის ტიტულის მოსაპოვებლად.
Empire State Building
102-სართულიანი თანამედროვე არტ-დეკო სტილის შენობა ნიუ-იორკში. ის რჩებოდა მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენად რეკორდულად დიდი ხნის - 41 წლის განმავლობაში.
ემპაირ სტეიტ ბილდინგი 381 მეტრი სიმაღლისაა, ხოლო მის წვერზე განთავსებული ანტენის ჩათვლით, ნაგებობის სრული სიმაღლე 448 მეტრს აღწევს.
შენობა ოფიციალურად გაიხსნა 1931 წლის 1 მაისს.
შენობის გამორჩეული არტ-დეკო ქიმი თავდაპირველი დიზაინით დირიჟაბლთა დეპო უნდა ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ იდეა არაპრაქტიკული და საშიში გამოდგა შენობის სიდიდით გამოწვეული მქროლი ქარების გამო.
Flatiron Building
Flatiron Building (სიტყვასიტყვით - შენობა-უთო) იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკში მისი მშენებლობის დასრულების დროს 1902 წელს.
შენობის პროექტი ეკუთვნის ჩიკაგოელ დენიელ ბარნჰემს და შესრულებულია ბოზ-არტ სტილში სამკუთხა ბლოკ-კუნძულზე 23-ე ქუჩის, მე-5 ავენიუსა და ბროდვეის შორის, მედისონ სქვერის კუთხეში.
გრანდ სენტრალ ტერმინალი (ცენტრალური რკინიგზის სადგური)
რკინიგზის სადგური ვანდერბილტის ავენიუზე, მიდთაუნ მანჰეტენზე, ნიუ-იორკში. გრანდ სენტრალი უდიდესი რკინიგზის სადგურია მსოფლიოში პლატფორმების რაოდენობის მიხედვით.
გუგენჰაიმის მუზეუმი
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, დაფუძნდა 1937 წელს, მდებარეობს ზემო ისტ-საიდზე, ნიუ-იორკში და ყველაზე ცნობილია სოლომონ გუგენჰაიმის ფონდის მიერ დაარსებულ რამდენიმე მუზეუმს შორის. ხშირად მოიხსენიება უბრალოდ როგორც "გუგენჰაიმი".
მედისონ სკვერ გარდენი
მედისონ სკვერ გარდენი და ცნობილი როგორც გარდენი. უდიდესი არენა, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა სპორტული თუ მუსიკალური ღონისძიებისთვის.
გაიხსნა 1968 წლის 11 თებერვალს.
ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზუმი
ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების მუზეუმია.
მუზეუმი 1872 წლის 20 თებერვალს გაიხნა.
მუზეუმის მასიური კოლექცია მოიცავს კლასიკურ ანტიკურ ნივთებს ბერძნულ და კვიპროსის გალერეებში და ასევე თითქმის ყველა ევროპელ ხელოვანსა და ამერიკული ხელოვნების ვრცელ კოლექციას.
მუზეუმი ფლობს ასევე ეგვიპტური აფრიკული, აზიური, ოკეანიის, ახლო აღმოსავლეთის, ბიზანტიისა და ისლამური ხელოვნების ნიმუშებს. აქვე არის ცნობილი ისტორიული ინტერიერების რეპროდუქციები.
იარაღისა და საჭურჭლეველის განყოფილებაში თავმოყრილია ანტიკური იარაღის ნიმუშები მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით კი ევროპიდან, იაპონიიდან, ახლო-აღმოსავლეთიდან და ამერიკიდან.
ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა
ნიუ-იორკის სამი საჯარო ბიბლიოთეკის სისტემიდან ერთ-ერთი და ერთ-ერთი წამყვანი ბიბლიოთეკაა აშშ-ში.
ბიბლიოთეკის მთავარი შენობა მეხუთე ავენიუზე ბოზ-არტის სტილის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია. ბიბლიოთეკის მფლობელობაშია მრავალი უმნიშვნელოვანესი წიგნი, მათ შორის, გუტენბერგის ბიბლია.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საფონდო ბირჟა.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის სავაჭრო დარბაზი მდებარეობს უოლ სტრიტის №11-ში და შედგება ხუთი დარბაზისგან, რომელიც ვაჭრობის განხორციელებისთვის გამოიყენება. მთავარი შენობა მდებარეობს ბროდ სტრიტის №18-ში, უოლ სტრიტისა და ექსჩეინჯ პლეისის კუთხეში, ქვემო მენჰეტენზე, ნიუ-იორკი.
One Times Square
მანჰეტენის (ნიუ-იორკი) ერთ-ერთი უბანი, რომელსაც სახელი ერთ დროს ნიუ-იორკ თაიმსის შტაბ-ბინის მდებარეობის გამო დაერქვა.
1904 წლის 8 აპრილს საზეიმო ცერემონიალზე მერმა მაკკლელანმა ამ მოედანს ოფიციალურად "თაიმს-სკვერი" დაარქვა. სამ კვირაში 46-ე ქუჩისა და ბროდვეის კუთხეში მდებარე ბანკის შენობაზე პირველი სარეკლამო პანო გამოჩნდა.
თაიმსი ყოფილი შენობიდან 1913 წელს გადავიდა, თუმცა ეს უბანი არ მიუტოვებია. ცათამბჯენი, რომელსაც ადრე "ელაიდ ქემიკალ ბილდინგი" ერქვა, ხოლო ამჟამად ცნობილია როგორც One Times Square, ყოველწლიურად ნიუ-იორკის ახალი წლის მთავარი საზეიმო ცერემონიალის - საახალწლო ბურთის ვარდნის ადგილია.
One World Trade Center/მსოფლიო სავაჭრო ცენტრი
ერთი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ასევე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 1 (ინგლ. One World Trade Center, შენობის თავდაპირველი დასახელება იყო თავისუფლების კოშკი - "Freedom Tower") - ნიუ-იორკში ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ადგილზე აშენებული მთავარი ცათამბჯენი, რომლის წინამორბედი 2001 წლის 11 სექტემბრის შეტაკებისას დაინგრა.
წმინდა პატრიკის ტაძარი
ნეოგოთიკური სტილის კათოლიკური საკათედრო ტაძარი ნიუ-იორკის გულში. ნიუ-იორკის კათოლიკური ეპარქიის არქიეპისკოპოსის ადგილსამყოფელი. აშშ-ში გოთიკურ კათოლიკურ ტაძრებს შორის უდიდესია.