საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიაში პროექტ "მედია კლუბის" ფარგლებში ტრენინგების ახალი კურსი დაიწყო.
ტრენინგკურსი შეეხება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების სამართლებრივ ჩარჩოს, ახალ კანონს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და შესაბამის ცვლილებებს რეგულაციებში.
კურსი ასევე მოიცავს, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული დირექტივების ჰარმონიზებას ქართულ კანონმდებლობაში, ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციებსა და როლს ენერგეტიკაში.