დღეს, 7 ოქტომბერს, შვედეთის დედაქალაქში ლიტერატურის სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდება.
შეგახსენებთ, რომ ნობელის 109-ე კვირეული 4 ოქტომბერს გაიხსნა. ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელიანტი პირველივე დღეს დასახელდა. მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანელმა მეცნიერმა რობერტ ედვარდსმა, რომლის გამოკვლევის წყალობითაც 1978 წელს სინჯარიდან პირველი ბავშვი გაჩნდ, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია მიიღო. ნობელის კომიტეტის ინფორმაციით, 85 წლის კემბრიჯელი პროფესორი პრემიას 10 მილიონი შვედურ კრონის ოდენობით (1,5 მილიონი აშშ დოლარი) ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდის შემუშავების გამო მიიღებს, რომლის მეშვეობითაც უამრავმა უშვილოდ მიჩნეულმა წყვილმა მშობლებად გახდომის ბედნიერება მიიღო. ბრიტანელი პროფესორის ღვაწლმა უშვილობის მკურნალობაში ნამდვილი გარღვევა შეიტანა, მედიკოსების შეფასებით, უშვილობის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით წყვილების 10 % იტანჯება. ედვარდსი და მისი კოლეგა ამ მეთოდზე 1950-იანი წლებიდან მუშაობდნენ. აღნიშნული მეთოდით ჩასახული პირველი ბავშვი ქვეყანას 1978 წელს მოევლინა. ეს იყო გოგონა ლუიზა ბრაუნი. მანამდე ლუიზას დედა 9 წლის განმავლობაში უშვილობას მკურნალობდა. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან კი ამ მეთოდით გაჩენილი პირველი ბავშვი გახდა ქალაქ კრასნი ლუჩის მაცხოვრებელის ელენა დონცოვას შვილი. ბავშვი 1986 წელს გაჩნდა. აღსანიშნავია¸რომ ლუიზა ბრაუნს დღემდე თბილი ურთიერთობები აქვს რობერტ ედვარდსთან.
5 ოქტომბერს ფიზიკის სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატები კონსტანტინე ნოვოსიოლოვი და ანდრეი გეიმი გახდნენ. პრემია მათ ახალი ნანომასალის - გრაფენის შექმნისთვის მიიღეს. გრაფენი - უახლესი მასალაა, რომელიც ნახშირბადის ატომთა ფენას წარმოადგენს, რომლის სისქე ერთ ატომს უდრის და იკვრება "სპ²" კავშირის მეშვეობით გექსაგონალურ ორგანზომილებიან კრისტალურ ბადეში. მკვლევართა აზრით, ასეთი მასალის გაჩენამ შესაძლოა უახლოეს მომავალში ნანოელექტრონიკის ახალი კლასის შექმნას შეუწყოს ხელი.
6 ოქტომბერს ნობელის პრემიის 2010 წლის ლაურეატები ქიმიის დარგში ამერიკელი რიჩარდ ჰეკი, და იაპონელები ეი-იჩი ნეგიში და აკირა სუზუკი გახდნენ. მათ ნობელის პრემია პალადიუმის კატალიზატორების დახმარებით მიმდინარე ორგანული სინთეზის მსვლელობისას ჯვარედინი კავშირების შექმნისათვის მიიღეს. რიჩარდ ჰეკი დელავერის შტატის უნივერსიტეტში მუშაობს, ეი-იჩი ნეგიში ინდიანას შტატის პურდიუს უნივერსიტეტში, აკირა სუზუკი კი კვლევებს იაპონიაში ხოკაიდოს უნივერისტეტში აწარმოებს. ნობელის კომიტეტში აღნიშნავენ, რომ მეცნიერთა ეს აღმოჩენა უფრო ეფექტურად ნახშირბადის ატომების შეერთებისა "ყოველდღიურ ცხოვრებას გააუმჯობესებს". გასულ წელს ამ დარგში ნობელის პრემია ასევე სამმა მეცნიერმა მიიღო უჯრედებში ფუნდამენტალური მექანიზმების კვლევისათვის.
7 ოქტომბერს შვედეთის დედაქალაქში ლიეტრატურის სფეროში ნობელის კომიტეტი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, 8 ოქტომბერს მსოფლიო მშვიდობის დარგში ლაურეატი დასახელდება, ბოლოს კი, 11 ოქტომბერს, დასახელდება ლაურეატი ეკონომიკის სფეროში.
ალფრედ ნობელმა თავის ანდერძში ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში ლაურეატის დასახელების ამორჩევა სტოკჰოლმში არსებულ კაროლინის ინსტიტუტს უანდერძა. მასთან არსებული ნობელის კომიტეტი შედგება ხუთი მუდმივი წევრისაგან, რომელთაც თავის მხრივ აქვთ უფლება კონსულტაციებისთვის ექსპერტები მოიწვიონ. ტრადიციისამებრ, ნობელის კომიტეტები ბოლო მომენტამდე არაფერს აცხადებენ არც პრემიის პრეტენდენტებზე და არც მათზე, ვინც ისინი პრემიაზე წარადგინა.