ევროპარლამენტში "ევროპის განახლების ჯგუფი" ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას.
"ევროპის განახლების ჯგუფი" გმობს საქართველოს ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ძველი დანაშაულის გამო, რომლისთვისაც მან უკვე მოიხადა სასჯელი.
ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს სწრაფვა დემოკრატისამდი ძლიერ უკუსვლას განიცდის", - დაწერა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა მიკრობლოგ "ტვიტერზე".