იაპონიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრ კაცონობუ კატოს თქმით, კანაგავას პრეფექტურაში 80 წლის ქალი გარდაიცვალა.
იაპონიაში კორონავირუსით სულ 200-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დაავადებულები ძირითადად იაპონიაში მყოფი საკრუიზო გემის - Diamond Princess-ის მგზავრები არიან. ლაინერის ბორტზე 3500-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.