არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპარლამენტი მიიღებს კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას, რადგან ვფიქრობ, რომ მათთვის ისედაც ყველაფერი ნათელია. თუ ჩამოვლენ, ამას მხოლოდ მივესალმები, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებისგან შემდგარი კომისიის შესაძლო შექმნაზე.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპარლამენტი მიიღებს კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას, რადგან ვფიქრობ, რომ მათთვის ისედაც ყველაფერი ნათელია. თუ ჩამოვლენ, ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან მე იურისტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი კანონის ელემენტარული ნორმები. დღეს ათასგზის რომ დაუმტკიცო უგულავას და მელიას დანაშაული, როცა შენ რვა წლის განმავლობაში ამაზე ჩუმად იყავი და ახლა, მოლაპარაკებების რაუნდის დროს გაგახსენდა, ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული. დღეს მელიაზე საუბარი პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლების ამოცანაა, არ დაუშვას მოლაპარაკებების განახლების შემდეგი რაუნდი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.