საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით საკმაოდ დაინტერესებული ვარ - აცხადებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე, მარია კალიურანდი.
მისი თქმით, იგი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით.
"მე ვარ ესტონეთის ყოფილი საგარეოს საქმეთა მინისტრი, ესტონეთის ყოფილი ელჩი 6 ქვეყანაში, ამრიგად, საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით საკმაოდ დაინტერესებული ვარ. მე მაღელვებს ყველაფერი ის, რაც საქართველოში ხდება, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები.
ჩემმა ქვეყანამაც იგივე გზა განვლო, რა გზაზეც დღეს საქართველოა. ეს გზა სავსეა გამოწვევებით. დღეს ესტონეთი წარმატებული ქვეყანაა - მას შეუძლია ევროკავშირის წევრობით მიღებული ყველა სარგებლის გამოყენება", - განაცხადა მარია კალიურანდმა.
მან ასევე მოუწოდა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს.