13 ნოემბერს 17:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ქართული ფილიალის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონგრესისი პრესამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი თავის მთავად მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მიიჩნევს. '
კონგრესიის პრეზიდენტია რუსეთში მოღვაწე ქართული წარმომავლობის ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე.
"კონგრესის თბილისის ფილიალი თავის მოღვაწეობას საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვის საფუძველზე განახორციელებს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნების ქართული სათვისტომოების წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას სამშობლოს ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში", _ იტყობინება კონგრესის პრესამსახური.
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრეს რეგისტრირებულია 2009 წლის თებერვალში, ავსტრიაში, შტაბბინით ვენაში. კონგრესის რუსული ფილიალი, რომელიც რეგისტრირებულია 2009 წლის 9 ივლისს, მდებარეობს სანკტ-პეტერბურგში. კონგრესის ფილიალი თბილისში რეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად და შეტანილია სახელმწიფო რეესტრში 2009 წლის 24 სექტემბერს.